უახლოეს დღეებში არ იგეგმება შს სამინისტროს დაშლა, და გამოყოფა უშიშროების სამინისტროსი, - - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი თქმით, იგეგმება სოდისა და კუდის რეორგანიზაცია.
"იგეგმება სოდისა და კუდის რეორგანიზაცია, რაც არ გულისხმობს თანამშრომელთა გაშვებას. ჩვენ განვახორციელებთ სამინისტროსთვის და პოლიციისთვის სასარგებლო რეფორმებს. დაგეგმილია ძალიან საინტერესო რეფორმები. სამინისტრო გახდება უფრო ეფექტური უფრო მოქნილი და ხალხზე ორიენტირებული. ჩვენ არ გავაუარესებთ სამინისტროს მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშილმა.