დავით აკობიას გათავისუფლებაზე პროკურორმა უარი განაცხადა, - აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯაბა ჯიკარიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურასთან აკობიას გათავისუფლებას ელოდება.
"პროკურორმა გვითხრა, რომ აკობიას გაათავისუფლებდა, თუმცა შემდეგ ადვოკატ ლალი აფციაურის ნომერზე დაგვირეკა და გვითხრა, რომ აკობიას აღარ უშვებდნენ. ვდგავართ პროკურატურასთან და ველოდებით", _ განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი განცხადებით აკობია პროკურატურის შენობაში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს.
"დათა აკობია მამამ ეზოში ამოიცნო. ახალგაზრდა 22 დღის განმავლობაში არ გამოუჩენიათ, ხოლო მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა განცხადება გააკეთა მასზე ზეწოლის შესახებ, პროკურატურაში მოიყვანეს და შენობაში აიყვანეს. აკობიას მოჰყვა ხუთი ჩაბურულმინებიანი ავტომობილი", _განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი განცხადებით, დავით აკობიაზე შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდეს.
"ფაქტია, რომ შიგნით რაღაც ხდება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით და ვარაუდის დონეზე რამის თქმა ჩვენგან არაკორექტული იქნება", _განაცხადა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით აკობია გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი ავტორია.