"დასავლეთის ქვეყნებისა და ირანის სავსებით შესაძლებელი კონფლიქტი საქართველოსთვის კატასტროფა გახდება", _ განაცხადა შავი ზღვის კასპიის რეგიონის პოლიტიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ვლადიმერ ზახაროვმა "როსბალტის" მოსკოვის პოლიტკლუბის მორიგ შეხვედრაზე - თემაზე: "განახლებული საქართველო - რუსეთის ეკონომიკური პარტნიორი თუ მტერი?"
"ირანთან მორიგი ომი დასავლეთის მიერ უკვე დაგეგმილია",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ "ეს კონფრონტაცია კავკასიის სახელმწიფოებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება".
ექსპერტის აზრით, საქართველო ამ კონფლიქტში აშშ-ის მხარეს იქნება, რაც, შესაძლოა, "საქართველოს დაშლის დასაწყისი გახდეს".