საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ლევან ყიფიამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან, მის მოადგილეებთან და სხვადასხვა დეპარატმენტების ხელმძღვანელებთან ერთად სამინისტროში საქმიან შეხვედრები გამართა.
უწყებაში არსებული ვითარების გასარკვევად და სამინისტროს გადაბარების პროცესების უზრუნველსაყოფად, ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატ - ზურაბ აზმაიფარაშვილთან, სპორტის ექსპერტ - თამაზ თევზაძესთან და ვეტერან ფეხბურთელ - ნუკრი კაკილაშვილთან ერთად 9 ოქტომბერს ეწვია, 10 ოქტომბერს კი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა შედგა, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი - ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.
მინისტრობის კანდიდატს მის თანამოაზრეებთან ერთად ვლადიმერ ვარძელაშვილმა სამინისტროში მიმდინარე ძირითადი მიმართულებები, მუშაობის სპეციფიკა და სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული ვითარება გააცნო. ლევან ყიფიანის განაცხადებით სამუშაო შეხვედრები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე გაგრძელდება.
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანეოლბასთან ერთად ძირითადად ის სიტუაცია გავაანალიზეთ რაც დღეისათვის ქართულ სპორტში და ასევე ახალგაზრდული მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ყველანი ერთად ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ამ გადაბარების პროცესში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოხდეს და ქართული სპორტი არ დაზარალდეს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
"ჩვენი მხრიდან მინისტრობის კანდიდატს მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციის შესახებ. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემს მომავალ კოლეგას გამართულად მომუშავე სამისიტროს ვაბარებთ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტორო ძალზე დინამიური სამინისტროა, ყოველდღიურად სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს გადაბარების პროცესმა უმტკივნელოდ რომ ჩაიაროს", - ვლადიმერ ვარძელაშვილმა.