დღეს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა. ელჩმა „ქართული ოცნების" ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილი და იუვალ ფუქსი შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ისრაელის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და შენარჩუნდეს, ასევე უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის ურთიერთობა კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და სხვა სფეროებში.
საუბარი შეეხო ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარების აუცილებლობასაც.