საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთისა და ლიტვაში იმყოფებოდა. ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონელ და ლიტველ კოლეგებთან, რადოსლავ შიკორსკისთან და აუდრონიუს აჟუბალისთან.
შეხვედრებზე, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე საუბრისას, ხაზი გაესვა მისი ჩატარების დემოკრატიულობის მაღალ ხარისხს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები და აღნიშნეს ამ პროცესის შეუქცევადობისა და განგრძობითობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოლონეთისა და ლიტვის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი.
საუბარი ასევე შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებს და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა საკითხებს.