საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგება, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გამართული არჩევნებისას გამარჯვებული კოალიციის ლიდერებთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ივანიშვილის ვიზიტი ვაშინგტონში. ივანიშვილმა ვაშინგტონში მიწვევის წინადადება, არჩევნებში გამარჯვებისთანავე მიიღო, თუმცა მან ვიზიტის გადადება ამჯობინა.
აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა განმარტა, რომ ის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ასევე საქართველოს ახალი მთავრობის ფორმირების დასრულების შემდეგ ეწვევა.