,,ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს შეფასებისას.
„ქუთაისში ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ. ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელია. იქ მხოლოდ ერთი-ორი სხდომის ჩატარება და რამდენიმე კანონის მიღება შეიძლება მოხერხდეს. დღეს ამ საკითხზე სათათბიროდ ვიკრიბებით და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოგვიანებით გაცნობებთ", _ განაცხადა თოფაძემ.