ამნისტია საჭიროა. ამაზე ჩვენ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ოისტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, რა კატეგორიებს შეეხება ამნისტია ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"რა კატეგორიებს შეეხება ამნისტია ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. როგორც კი სრულფასოვანი გადაბარება მოხდება ხელისუფლების, ჩვენ ყველა ამ შეიკითხვაზე გვექნება პასუხი", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშა, რომ უამრავი ადამიანია ციხეში, რომელიც უკანონო პატიმარია და ამ კატეგორიის საქმეები აუცილებლად გადაიხედება.