არასამთავრობო რგანიზაცია "ჩემი საქართველო" ვალერი გელბახიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა ვალერი გელბახიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით პროკურატურას მიმართავს.
"საქმე აღძრულია 2007 წელს, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ კონსტიტუციური წყობილების დამხობის, შეთხმულების მუხლით. აქ ფიგურირებს ვალერი გელბახიანი, რომლის მიმართაც გამოძიება გრძელდება. დღემდე. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არ მოიპოვენა, რადგანაც ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას დანაშაული ნიშების არ არსებობის გამო", _ განაცხადა კილაძემ. .