რუსეთის ქალაქ ანაპაში დასრულებულ ევროპის პირველობაზე კრივში მოსწავლეთა შორის (1998-99 წლებში დაბადებულები) საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ვიცე-ჩემპიონები გიორგი მანჯავიძე (43 კგ. ფოთი), დავით პეტროსიანი (44 კგ, თბილისი) და ჟორა სერობიანი (62 კგ. მარნეული) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ჩარგაზია (41 კგ. ფოთი) დაეუფლა.
ევროპის მოსწავლეთა ჩემპიონატზე სულ 22 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკმა ქართველმა მოკრივეებმა მე-7 ადგილი დაიკავეს.