საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს აცნობა.
"თინა ბურჯალიანისგან დღეს მოვისმინე, რომ ის იმყოფება დამსახურებულ შვებულებაში. მე ნამდვილად არ მევალება, დავინტერესდე, თუ სად იმყოფება კერძო პირი შვებულებაში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს წინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაში იმყოფება.
გაგებარია, თუ რატომ არ გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ განცხადება ზურაბ ადეიშვილის შვებულებაში ყოფნის შესახებ, როდესაც ეს თემა სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების საბაბი გახდა.