კოალიცია "ქართული ოცნება" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე ბესო წერედიანის კანდიდატურას განიხილავს, - ამის შსახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
წყაროს ცნობით, ამჟამად "ქართული ოცნება" წერედიანთან კონსულტაციებს მართავს.
ბესო წერედიანს ლტოლვილთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ამჟამად სსიპი - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია. იგი აფხაზეთიდან დევნილია.