ყოფილმა პოლიციის უფროსმა თამაზ თამაზაშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც ჟურნალისტებთან თამაზაშვილმა ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
,, გათავისუფლება ყოველთვის ველოდი, რადგან მართალი კაცი ვიყავი. ავტომატი ჩამიგდეს. გააპიარეს თითქოს, გამტაცებელი ვიყავი, თითქოს ნარკოტიკების სქმეში გარეული, ეს ყველაფერი ტყუილი იყო", -განაცხადა ჟურნალისტებთან თამაზაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილიარ აქვს, სად გააგრძელებს საქმიანობას. თუმცა როგორც ჟურნალისტებთან თამაზაშვილმა განაცხადა ძალოვან უწყებაში საქმიანობის გაგრძელებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის. მხარეებს შორის საპროცედურო შეთანხმების შემდეგ თამაზაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ეს ვადა კი თამაზაშვილს უკვე მოხდილი აქვს.