,,დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღე, რომ იუსტიციის სამინისტრო ხელისუფლების ცვლილების პერიოდში არ ანადგურებს დოკუმენტებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა სამინისტროში სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წულუკიანის განცხადებით შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
,,ეს იყო მოკლე, მაგრამ ნაყოფიერი შეხვედრა", _ განაცხადა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილი შვებულებაში იმყოფება.
,,მივირე პასუხი, რომ ზურაბ ადეიშვილი ხუთი ოქტომბრიდან იმყოფება სამსახურებრივ შვებულებაში და პასუხი დაბრუნდება, თუ არა შვებულებიდან არავინ იცის. ადეიშვილის ადგილსამყოფელი თინა ბურჯალიანთან არ გამირკვევია იმის გამო, რომ კერძო პირი როცა შვებულებაში იმყოფება არ მევალება ვეძიო სად იმყოფება. მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რომ იუსტიციის სამინისტრო ხელისუფლების ცვლილების პერიოდში არ ანადგურებს დოკუმენტებს ეს თუ პოსტფაქტუმ აღმოჩნდა და ბოლომდე მართალი არ არის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული ნორმები იქნება მიღებული", _განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სამინისტროდან წასვლას გეგმავს.
,, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით თინა ბურჯალიანთან შეკითხვა არ დამისვამს, მაგრამ თავად განაცხადა, რომ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი თავად გეგმავს, რომ სამინისტროში აღარ დამხვდეს", _განაცხადა წულუკინმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროსი სამუშაო შეხვედრა გამართა.