ქრისტიან-დემორკატების ლიდერი გიორგი თარგამაძე გაერთიენებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰეიგს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ქალაქ ბირმინგემში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში გაიმართა ქრისტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძეც ესწრებოდა. ქრისტიან დემოკრატების ლიდერები ასევე შეხვდნენ კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრს თვითმმართველობების საკითხებში ერიკ პიკალსს, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თამჯდომარეს ჯეიმს არბატნოტს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლიამ ფოქსს.
"ჩვენს ქვეყანაში პირველად ხდება ხელისუფელების ცვილება არჩევნების გზით. ეს არის მნიშვნელოვნაი მონაპოვარი და დემოკრატიისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. დასავლურამა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული განივთარება და ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ, ქრისიტან დემოკრატები აქტიურად ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის, რათა არ მოხდეს ერთი მონოპოლისტის მეორეთი ჩანაცვლება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ შეხვედრებისას.
ქრისტიან დემოკრატული მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი რუხაძე ქალაქ ბირმინგემში, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მიწვევით იმყოფებიან. კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდენენ ბრიტანეთის პარლამენტისა და მინისტრთ კაბინეტის წევრებს, ასევე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ქრისტიან დემოკრატული მოძრაობის ლიდერები საქართველოში 11 ოქტომბერს დაბრუნდებიან.