,,ფრაქციების შექმნაზე საუბარი ნაადრევია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფრაქციების ჩამოყალიბებაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
,,ადრეა საუბარი იმაზე, რამდენი ფრაქცია შეიქმნება საქართველოს პარლამენტში. ახლა მიდის პროცესი, რომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა შეჯამდეს. მას შემდეგ რაც შეჯამდება შედეგები და პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, შესაბამისად პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ფრაქციები ჩამოყალიბდეს, თუ იყოს ერთი ფრაქცია. ამას ალბათ, დრო გვაჩვენებს", _განაცხადა კუბლაშვილმა.