ყოფილი პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს დღეს დატოვებს.მსჯავრდებულის ადვოკატების განცხადებით, თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის. მხარეებს შორის საპროცედურო შეთანხმების შემდეგ თამაზაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ეს ვადა კი თამაზაშვილს უკვე მოხდილი აქვს.