,,მე ვიქნები გარანტი, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს მაქსიმალურად დაცული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან შსს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, პოლიცია დეპოლიტიზირებული უნდა გახდეს.
"პირველი ჩემი ამოცანა იქნება, რომ პოლიცია ყოველგავარი პოლიტიკური დაკვეთისგან გავათავისუფლოთ და პოლიტიკა და პოლიცია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. პოლიციის მთავარი ფუნქციაა ემსახუროს ხალხს, ქვეყანას და ეს აღდგენილი იქნება. ყველა პოლიციელის ღირსება აიქნება დაცული. მე ვიქნები გარანტი, რომ ყველა ადამიანის უფლება იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მოხდეს უსამართლოდ მათი დაპატიმრება და ჩაგვრა", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობა კრიმინალების წინააღმდეგ შეურიგებელი იქნება.