,,ხელისუფლება თითოეულ პატიმარზე აიღებს პასუხისმგებლობას", _განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი ხარვეზი არსებობს.
,,დღეს სასჯელაღსრულების სისტემა აწყობილია ადამიანების ღირსების შელახვაზე, ადამიანის პიროვნების განადგურებაზე. ეს მიდგომა შეიცვლება და სისტემა აწყობილი იქნება პატიმრების უფელების დაცვაზე, რომ ისინი საზოგადოებას ღირსეულ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ", _განაცხადა სუბარმა.
მისვე განცხადებით, სისტემაში კორუფციაა გამეფებული.
,,სასჯელაღსრულების სისტემაში გამეფებულია კორუფცია, როდესაც ერთი კაცის ფირმა ამარაგებს პატიმრებს სასმელით, საჭმელით, პირველადი მოხმარების საგნებით. E სისიტემაში ეს ხარვეზი მოისპობა და სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას პატიმართა კვებაზე, მოვლასა და მკურნალობაზე", _განაცხადა სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში D,,დრაკონული სასჯელებია".
"ჩვენი ამოცანაა ის სამარცხვინო პირველი ადგილი, რომელიც ევროპაში პატიმრების რაოდენობით გვაქვს შეიცვალოს და ნორმალურ დონეზე განისაზღვროს პატიმრების რაოდენობა. Dდრაკონული სასჯელები, რაც საქართველოშია მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის", _ განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.