თავდცვის მინისტრის პორტფელის ჩაბარების შემდეგ ირაკლი ალასანია ქვეყნის თავდაცვისუნარუანობის აუდიტს მოახდენს. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფრის სათანადოდ გაანალიზება მოხდება.
"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თავდაცვის უნარიანობა არ იყო უზრუნველყოფილი სათანადოდ. გაანალიზდება ყველა შეცდომა, ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც მოხდა. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი, ამას სჭირდება პროფესიული კადრებით დაკომპლექტება. პროფესიონალი სამხედროები დაუბრუნდებიან თავდაცვის უწყებას, შეიარაღებულ ძალებს. ბუნებრივია ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ინტეგრაციის პროცესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში. ასე, რომ უახლოეს საშუალება გვექნება, გამჭვირვალედ ვნახოთ რა ხდებოდა, როდესაც მართავდნენ თავდაცვის უწყებას პრაქტიკულად დამნაშავეები. როდესაც ხალხი კვდებოდა თავდაცვის უწყებაში და შემდეგ არავინ არ იძიებდა, აბსოლიტური გამჭირვალეობა იქნება და რაც მთავარია ქვეყანა იქნება დაცული, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება ამაღლებული და საბრძოლო მზადყოფნა იქნება მაღალი", - აღნიშნა ალასანიამ.