,,ჩვენი ამოცანა უმოკლეს დროში საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან Eევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი პეტრიაშვილმა.
,,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის იყო და იქნება ორიენტირებული ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციაზე. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ევროკავშირთან, ნატოსთან არსებული ინსტიტუციების, მექანიზმების, მოლაპარაკების ინტენსიურობა, დახვეწა, რათა საქართველომ უმოკლეს დროში მოახერხოს მაქსიმალური ხარისხით განახორციელოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.