"რეგიონებში არსებული პრობლემები მოგვარებული იქნება", _განაცხადა ჟურნალისტებთან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება.
"რეგიონებში ბერი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ არის რეგიონები სადაც რჩება წყლის, ელექტროენერგიის, გაზის, გზის პრობლემა და ყველა ეს საკითხი მოგვარებული იქნება. პროექტები, რომლებიც დაწყებულია გაგრძელდება და მომავალშიც მოხდება ახალი პროექტების განხორციელება", _ განაცხადა კალაძემ.
მისვე განცხადებით, სამინისტროში მომუშავე ბევრი ადამიანი თანამადებობას შეინარჩუნებს.
"ბევრი ადამიანი, რომელიც სამინისტროში მუშაობს თავის ადგილებზე დარჩება და მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ არავის სახლში გაშვებით არ ვემუქრებით", _ განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.