"ქართულ ოცნებას" რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად კონკრეტული გეგმა აქვს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ.
,,რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად რამდენიმე მონახაზი არსებობს. რამდენიმე მათგანი ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის ლიდრებისგანაც გაჟღერდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას გადავიბარებთ", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.