,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, პრიორიტეტულ საკითხებად საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება.
,,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. საქართველოს საგარეო კურსი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ. Aახალი რასაც ,,ქართული ოცნება" შემოიტანს ეს არის, რომ დარეგულირდეს ურთიერთობა რუსეთთან და მოხდეს ტერიტორიების დაბრუნებნა", _განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.