1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დეპუტატობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ნარკოლოგიური შემოწმება აღარ მოუწევთ.
ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის განკარგულებით ირკვევა, რომ "პარლამენტის არჩევნებისათვის წინასწარი მონაცემებით პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და სავარაუდოთ ამ სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო ცესკოში".