პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ, - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატები დაასახელა.
"პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.