საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი წარადგინა. პირველი მოადგილის პოსტზე კანდიდატი - მანანა კობახიძე. მოადგილეები კი- ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე.
ივანიშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი-ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიეტეტი- ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი-გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი-ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი-გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი-ვიქტრო დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი- ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი-ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი- თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი-ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი-დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი-ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი-დიმიტრი ხუნდაძე.