საქართველოში ცხელი პოლიტიკური სექსი აქვთ, ჩვენ კი ოცდაათი წელია ვიაგრაზე ვართ, - წერს რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში "ქართული ბედნიერება".
"ბოლოს და ბოლოს ყველა ეს პერიპეტია საქართველოს საშინაო საქმეა. თითქოს რა საქმე გვაქვს ჩვენ მათ ინტრიგებთან, პაწაწინა ქვეყნის ინტრიგებთან? მაგრამ რატომ ვაკვირდებით დღეს ასეთი ინტერესით სხვის ვნებებს? იმიტომ, რომ "ბედნიერება შესაძლებელია ისეცაა და ასეც...", მაგრამ ეს მეზობელ ოთახშია არჩევნების ბედნიერება და ჩვენამდე იქიდან ტემპერამენტული ყვირილი აღწევს. რადგანაც მათ, იქ, " ცხელი პოლიტიკური სექსი" აქვთ, ჩვენ კი ოცდაათი წელია ვიაგრაზე ვართ. ვართ და ისიც აღარ გვშველის", - წერს განაპოლსკი და აღნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიღებული არ არის ყოფილ ლიდერს, თუნდაც პოლიტიკური თავზიანობის გამო, მადლიერების სიტყვები უთხრა.
"ჩვენი საბჭოთა მეთოდია - შეაფურთხო მას ზურგში და დასძინო - "მე უკეთესი ვიქნები" და ყველაფერს, მის მიერ აშენებულს დააშენო ან დაანგრიო. მაგრამ ეს უკვე ჩვენი საქმე არაა.
ჩვენი საქმეა - ვისწავლოთ საქართველოსგან. არა მხოლოდ გზები, იუსტიციის სახლები და ბრწყინვალე პოლიცია, ვისწავლოთ მთავარი - კონსტიტუციის დაცვა, თუნდაც ჩვენდა საზიანოდ. და აღვფრთოვანდეთ საქართველოს მოქალაქეების ბრწყინვალე თვისებით - არა მარტო იოცნებონ ბედნიერებაზე, არამედ ააშენონ ის, ისე, რომ არაფერის შეეშიდეთ. აშენონ საკუთარ ქვეყანაში", - წერს განაპოლსკი.