პრეზიდენტმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, - - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას , რომელმაც არჩევნების პროპორციულ ნაწილში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება აღიარა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს სახის შენარჩუნებას.
"მან აღიარა დამარცხება პირველ ნაწილში და მე მგონი მეორე ნაწილშიც გამოვლენ და აღიარებენ, რითაც ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნებენ სახეს და მოახერხებენ საკუთარ ქვეყანაში ეცხოვრებოდეს. ჩვენი მიზანიც ესაა, გვინდა, რომ ყველა ქართველს ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაც ახერხებს, რომ ღირსებული ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში.