"ჩემს ცხოვრებაში პირველი ხელისუფლებაა, რომელ ხელისუფლებასაც კმაყოფილებით და ბედნიერებით აღსავსე ვხვდები", - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ლიდერმა ნანა კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"კომუნისტების დროს იყო და ვიბრძოდით, შემდგომ ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავით. ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელსაც დიდი სიხარულით და იმედებით ვხვდები და იმედია, რომ არც მე და არც ქართველ ხალხს ეს იმედი არ გაუცრუვდებათ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და დასძინა: "გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს. ეს არ იყო ერთი და ორი ადამიანის გამარჯვება. ეს იყო საქართველოს გამარჯვება და მინდა, რომ მთელ საქართველოს მოულოცო ეს დღე".