"ვემზადებით შრომისთვის, ოცნებების ასრულება აქედან იწყება, გილოცავთ", - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისთან სიტყვით გამოსვლისას.
"ჩვენ მოვალთ და ჩვენს საყვარელ პოლიციას და ჩვენს პროკურატურას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში. მედიას გავათავისუფლებთ ყველანაირი ზეწოლისაგან და ჩვენი ჟურნალისტები შეძლებენ, ისე იფიქრონ და ისე იაზროვნონ, როგორც თვითონ სურთ და შეწყდეს სიცრუის პოპულარიზაცია და აღვიდგინოთ აღვუდგინოთ ჩვენს ჟურნალისტებს ღირსება", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ღირსება ყველა ოჯახს დაუბრუნდება.