ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია აცხადებს, რომ ხმების დაცვა მოხდება. ამის შესახებ ქადაგიძე-ჟვანიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ერთადერთი, რაც მიტრიალებს თავში, არის ის, რომ ყველაფერი წყდება იმ ადამიანების მიერ, ვინც იცავს ხმებს. დათვლის პროცესი ახლა მიმდინარეობს და მინდა, ყველა ადამიანს ვუთხრა, რომ გვერდით ვუდგავართ და თითოეული ამომრჩევლის ხმას დავიცავთ", - აცხადებს ქადაგიძე-ჟვანია.