ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილსა და კომისიის წევრებს ხვდება.
"საკონსტიტუციო კომისიათან ჩვენი მჭიდრო კონტაქტის მიზანი არის ის, რომ შემდგომში შეხვედრების დღის წესრიგი შევადგინოთ. თვითმმართველობის შესახებ კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩემთვის საინტერესო კანონის დეტალებია, რომელსაც კომისიის წევრები გამაცნობენ. მთავარია რომ კონტიტუცია ხალხისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს",_ განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიომ.
თავის მხრივ საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრავილმა კი აღნიშნა, რომ "ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას რომელიც ეხება ადგილობრვი თვითთმმართველობის ახალ რეგულაციას. რომელიც თავის მხრივ უნდა შევიდეს კონტიტუციაში _ ეს ერთი საკითხი იქნება, რომლის გარშემოც გაიმართება დისკუსიები".
"მეორე საკითხი კი იქნება იმასთან დაკავშირებული თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ეხება მოსამართლეთა უვადოდ არჩევნებს და ამ არჩევის წესს", _ განაცხადა დემეტრაშვილმა.