მანიფესტაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით ხელისუფლება კანონში ცვლილებების სეტანის დაპირებას იძლევა. ამის შესახებ ევროაბჭოს ოფისში ვენეციის კომისიის წევრების მიერ გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
"მანიფესტაციის შესახებ კანონი ჩვენ მართლაც განხილული გვაქვს. თავისთავად ის, რომ შეკრების უფლება იყოს შეზღუდული არ მოდის წინააღმდეგონაში ვენეციის კომისიათან. დასაშვებია გარკვეული აკრძალვები. მაგალითად, ადგილთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის ჩარევა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კატეგორიული აკრძალვები დაუშვებელია. მაგალითად ის, რომ საჯარო შენობასთან 20 მეტრის მანძილზე მანიფესტაციის ჩატარება ნებადართული არ არის. ჩვენ ეს შენიშვნები საქართველოს ხელისუფელებას გავუზიარეთ და მივიღეთ დაპირება, რომ კანონი ცვლილებები შევა", _ აცხადებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჟანი ბუკიკიომ ასევე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში დაიდება.
მასალის გამოყენების პირობები