ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი აკაკი მინაშვილი პირველი იყო, ვინც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა. მან თავის არჩევანი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში განთავსებულ მთაწმინის #1 საარჩევნო ოლქის მე19 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, ხმა მისცა მომავალ საქართველოს, რომელიც აუცილებლად გახდება ნატოს წევრი დ არ იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ.
"ხმა მივეცი საქართველოს მომავლის განვითარებას. იმას რომ აღარ იყოს უმუშევრობის პრობლემა, ჯანდაცვაზე ფართო ხელიმისაწვდმობა ყველას, რომ ჰქონდეს, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენ აუცილებად შევალთ ნატოში, რათა არ ვიყოთ რუსეთის გავლენის ქვეშ",- განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს.