"ასეთ დროს ძნელია შეიკავო ემოციები, მით უფრო, რომ მანანა ბერიკაშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მოვლენებს წინ "მოლოტოვის კოქტეილის" აფეთქება და ის ფაქტები უძღოდა, რომლებიც მან კონკრეტულად ამ ოჯახის შესახებ იცოდა", - განაცხადა "მე-9 არხის" ეთერში კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მანანა ბერიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მანანა ბერიკაშვილი იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული.
" ეს მოხდა მის გვერდით, ის იცნობს, დაღუპული ბავშვის დეიდას, რომელიც არის ჩვენი კოორდინატორი და კომიისიის წევრი, რომელსაც ემუქრებოდნენ შვილების გატაცებით, აშინებდნენ, უნდოდათ მისი გადაბირება, სთავაზობდნენ ფულსაც", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მანანა ბერიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა ძალადობრივი მეთოდებით.
" ამ ფაქტებმა მას აღელვების მომენტში ემოციურად ათქმევინა ის, რაც რასაკვირველია, სანამ არ იქნება გამოძიება დასრულებული, ძალიან რთული სათქმელია, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ..
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ხლა პოლიციას სრული მობილიზაცია და საქმის უსწრაფესად გახსნა მოეთხოვება, რათა აღნიშნული ტრაგედია არ გახდეს სპეკულაციების საბაბი.