მესმის, რომ საშინელი და შემზარავი ფაქტია 9 თვის ბავშვის მკვლელობა, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას: ნუ აცხადებენ ასე უაპელაციოდ ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" წევრმა დავით ზურაბიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა.
"მე მგონია ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ასეთი რამის ჩადენა. ჯერ კარგად გაირკვეს რა მოხდა და როგორ მოხდა და დასკვნები მერე გავაკეთოთ, თორემ ვიღაცეები უკვე პირდაპირ ადებენ ხელს ნაცმოძრაობას, გიგა ნასარიძე კი იძახის "ოცნების" დაგეგმილი პროვოკაცია იყოო! გასაგებია რომ დაძაბულები ვართ და ნევროტული ატმოსფეროა, მაგრამ ცოტა საღ აზრსაც მოვუხმოთ!", - აცხადებს ზურაბიშვილი.