ზეწოლა ხორციელდებოდა კოორდინატორზე, რომლის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა.ამის შესახებ ტელეკომპანია "მე-9 არხს"კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლია ალასანიამ განუცხადა. ალასანიამ პირობა დადო, რომ მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე პირებს დაადგენენ და ისინი მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
"ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, ნაადრევია. მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ფაქტებზე. მანანა ბერიკაშვილის მიმართ უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს პირდაპირი ანგარიშსწორება. ასევე, ჩვენს კოორდინატორზე, რომლის ოჯახშიც ეს ტრაგედია დატრიალდა. მას არაერთხელ დაემუქრნენ და იყო მისი გადაბირების მცდელობა და მუქარა, ამიტომაც აქვს მთელ საზოგადოებას ეჭვი, რომ ეს მუქარები უკავშირდება ბავშვის გარდაცვალებას", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სიმართლე ყველა შემთხვევაში გაირკვევა, მაგრამ "ჯერ ჩვენი მხრიდან ნაადრევია ვილაპარაკოთ იმაზე, არის თუ არა ეს საქმე პოლიტიზირებული".