„არ შეიძლება, რომ შეეხო ისეთ წმიდა რამეს რომელსაც ჰქვია პატარა ბავშვის სიცოცხლე და ამით ივაჭრო რომ როგორმე წაგებულ არჩევნებში გამოძვრე და მოიგო", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა
„ჩვენ მომხდარი ფაქტით შეძრწუნებულები ვართ ნამდვილად იმიტომ, რომ პატარა ბავშვის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედიაა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და დადგინდება თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ რასაც კადრულობს „ქართული ოცნება", მანანა ბერიკაშვილის მოქმედებები სცილდება ყველაფერს. არ შეიძლება, რომ შეეხო ისეთ წმიდა რამეს, რომელსაც ჰქვია პატარა ბავშვის სიცოცხლე და ამით ივაჭრო, რომ როგორმე წაგებულ არჩევნებში გამოძვრე და მოიგო. მე ძალიან ბევრი ქვეყნის ისტორია მაქვს წაკითხული და მსგავსი სიბინძურე უბრალოდ არ მახსენდება არასდროს. აი, ამ სიბინძურით ვერასდროს ვერ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში ეს ბინძური პოლიტიკური ძალა", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები