დროა, ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულაციები მორჩეს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის ყველა დასკვნას იცნობს.
„ეს საბუთები, კერძოდ, ყველა დასკვნა პირადად მაქვს წაკითხული, მათ შორის ამერიკელების და არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ დროა, ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულაციები მორჩეს", - დასძინა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია გაზის გამათბობელიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშიროჟანგით დაიღუპა.