ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლემა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა აფხაზ სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი და სერგეი შამბას საუბარი შეეხო აფხაზეთში მცხოვრები ეროვნული უმცირეობების ინტეგრაციის საკითხებს.
"ყურადღებით ვადევნებ თვალს პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია გალელი ახალგაზრდობის სწავლის უფლებასთან მშობლიურ ენაზე. ამჯერად ვგეგმავ არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ გაგრის რაიონის მონახულებასაც, სადაც სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შევხვდებით. გამახარა იმ ფაქტმა, რომ აფხაზეთის ხელიუფლებამ და ბატონმა შამბამ დამარწმუნეს, რომ მათ სურთ ეუთოსთან ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის გაგრძელება და მათთვის განათლებისა და სხვა სფეროებში შესაძლებლობების მინიჭება", _ განაცხადა ვოლებეკმა.