"არ დაიჯეროთ რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვღებულობ, ის ვინც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ღებულობს - თქვენ უკვე გყავთ ასეთი კაცი, რომ დაანგრია და მიწასთან გაასწორა მთელი ქვეყანა", _განაცხადა "მეცხრე არხის" ეთერში მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - აზრზე არ არის მართვის, ის აზრზე არ არის მენეჯმენტის, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვები ისე ექცევიან ქვეყანას ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა.
"მე გუნდში მყავს ძალიან აინტერესო მეგობრები და ძალიან კარგად ვიცით როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მხოლოდ კონსესუსის, კამათისა და მსჯელობის საფუძველზე ხდება და მხოლოდ ჯანსაღი აზრი იმარჯვებს და არ დაიჯეროთ რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვღებულობ და მე ვწყვეტ", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები