"ძალიან მომართულია საქართველოს მოსახლეობა და ძალიან დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ",- განაცხადა "მეცხრე არხის" ეთერში მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემისას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ხმების დაცვას და გამარჯვების გამოფორმებას და მოახერხებენ თუ არა გაყალბებას ივანიშვილი აცხადებს, რომ ის არწმუნებს საქართველოს მოსახლეობას სიტყვებით: "აბსოლუტურად მომზადებული ვართ ყველაფრისათვის".
"ასეთი კოალიცია და ასეთი ოპოზიცია ჯერ საქართველოს არ ჰყოლია. ძალიან მაგრად ვართ მომზადებული, ძალიან ძლიერი ოპოზიციაა, არაფრის საშუალებას არ მივცემთ, ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ. იმდენი აქვთ მათ უკვე გაყალბებული და დარღვეული, რომ ის კრიტიკული მასა მათ უკვე შეაცსეს, რაც დამკვირვებლებს უკვე აღწერილი აქვთ და არაფრის გაყალბების საშუალება მათ აღარ აქვთ. ყველა ხმას ჩვენ დავიცავთ და გაყალბების საშუალებას არ მივცემთ - ოღონდ მოდით არჩევნებზე",_ აცხადება ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები