ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი ახლო მეგობრები არიან, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გავრცელებული ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ის ციხეებში არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მცდელობას წარმოადგენს.
"ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. ირაკლი ღარიბაშვილი და თინა ხიდაშელი მეგობრობენ. ძალიან ახლო მეგობრობა აქვთ. ჩვენს გუნდში პირველივე დღიდან ცდილობენ ინტრიგა შეიტანონ, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ეს ფაბრიკაცია ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა ივანიშვილმა.