ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაფაროს ის კადრები, რომლებიც ციხეებში არსებულ რეალობას ასახავდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.
"ჩემი დაცვის წევრი დააშინეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, აუდიოჩანაწერები ხელისუფლების მორიგი ფაბრიკაციაა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას დაცვის წევრისთვის არასოდეს მიუცია დავალება, რომ ჩაეწერა "ქართული ოცნების" წევრების საუბრები.
"ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გადაფაროს ის კადრები, რომლებიც ციხეებში არსებულ რეალობას ასახავდა. ხელისუფლება ამ მორიგი ფაბრიკაციებით ცდილობს, ხალხს ეს ამბავი დაავიწყოს და მისი გადაფარვა მოახდინოს, თუმცა ამას ვერ შეძლებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.