,,ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მოსმენას არავის დაავალებდა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გამოქვეყნებული ჩანაწერების კომენტირებისას, რომელსაც ხელისუფლების ფალსიფიკაციას უწოდებს.
,,ეს არის ხელისუფლების მცდელობა გადაფაროს ის უმძიმესი ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგაა დადებული ვიდეო-მასალების სახით. Eმათ შორის სააკაშვილმა პასუხი გასცეს პატარკაციშვილთან, ჟვანიასთან იმ გარიგებებისა და ვაჭრობის თაობაზე, რომელსაც ახორციელებდა და ამაზე გასცეს პასუხი. ეს არის მნიშვნელოვანი, ვიდრე არაფრის მთქმელი საუბრების გამოქვეყნება.
ეკა ბესელია გამოქვეყნებულ მასალებს ფაბრიკაციას უწოდებს.
,,როცა ხელისუფლებას ახორციელებს ტოტალურ თვალთავლსა და მოსმენას საინტერესოა, რა უფლებით ახორცილებს ამას. გავრცელებული ვიდეო-მასალა აბსოლუტური სისულელეა და არაფრის მთქმელია.Mმეორეს მხრივ ეს ფაბრიკაციაა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელიამ.
მისივე განცხადებით, ივანიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მოსმენას არავის დაავალებდა
,, ბიძინა ივანიშვილი არავის არ დაავალებდა ოპოზიციის წარმომადგენლებზე მოსმენები განეხორციელებინა. დააკვირდით ბესო სურმავს და ნახავთ როგორ საუბრობს და რა დღეშია", _ განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრმა გამოაქვეყნა ვიდეო-ჩანაწერი სადაც ,,ქართული ოცნების" ლიდერების საუბარია ასახული.