,,გამოქვეყნებული ვიდეო-მასალა ფაბრიკაციაა, რომელიც ტენდენციურადაა დამონტაჟებული", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მამუკა არეშიძემ Youtube -ზე გავრცელებული კადრების კომენტირებისას.
,,ეს არის ფაბრიკაცია, რომელიც ტენდენციურადაა დამონტაჟებული. ესKკაცი, ჩემთან სალაპარაკოდ, რომ მოვიდა მისი საუბარი არასერიოზულად მივირე. Aმიტომ ზოგან ვეხუმრები, ზოგან სერიოზულად ვესაუბრები, სამსახურის დაფასებასაც ვპირდები, მაგრამ ვიდეოდან ამოღებულია ის კადრები სადაც სერიოზულად ვლაპარაკობთ", - განაცხადა არეშიძემ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებას ,,ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურს.
"ხელისუფლებას სურს ,,ქართული ოცნების" დისკრედიტაცია. ამ კაცმა ფული რომ ვერ გამომტყუა მერე იმდენი იწუწუნა, მითხრა გზის ფული მაინც მომეციო და ამით დამთავრდა ყველაფერი", - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე გავრცელებული ვიდეო-მასალის თანახმად, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი მამუკა არეშიძე უცნობ პირთან ,,ქართული ოცნებისთვის" მისაღები ხმების რაოდენობას ათანხმებს.
არეშიძესთან მისული პირი მაჟორიტარ კანდიდატს ერთ-ერთ საარჩევნმო უბანზე 240-250 ხმის რაოდენობის გარანტიას აძლევს. აღნიშნულით არეშიძე ინტერესდება და უცნობ პირს ფულის შეკვრას აძლევს.