აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოხუმში მყოფ რუსეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე, აფხაზური მხარის ინფორმაციით, უსაფრთოების საკითხების განხილვა მიმდინარეობდა.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვართან არსებული სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლება, რაც აფხაზი ძალოვანებისა და რუსი სამხედროების მუშაობის შედეგია.
"სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მიდის კვალიფიციური მუშაობა სახელმწიფოს საზღვრის დაცვისათვის, რომელიც გაგრძელდება. იმედი გაქვს, რომ საზღვარზე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალება თავისი პირობები გვიკარნახოს", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.