შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, სადაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე "კანონიერ ქურდს" ელაპარაკება, თავად კახი კალაძე ეხმიანება. კალაძემ პირველი კომენტარი ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას გააკეთა.
"არ ვიცი, ამ სისულეებზე ღირს თუ არა კომენტარის გაკეთება. ქურდებს და ქურდულ სამყაროს რაც შეეხება, დიახ, მე მათ ნამდვილად ვიცნობ და ისინი გახლავთ მიხეილ საააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი", - განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ ქართველი პოლიტიკოსებისა და ე.წ. "კანონიერი" ქურდების" საუბარის ჩანაწერები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კახი კალაძე, შსს-ს ინფორმაციით, კანონიერ ქურდებს ესაუბრება.